ტუსია ბერიძე
ნასტასია არაბული
ტუსია ბერიძე ერთ-ერთი პირველია ელექტრონული მუსიკის ქართველ შემსრულებელთაგან, რომელმაც შეძლო საკუთარი შემოქმედება კონკრეტული და არცთუ ისე მცირე აუდიტორიისთვის გაეცნო და შეეყვარებინა. ხშირად, როდესაც ტუსიაზე საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ მან მოახერხა საკუთარი მუსიკა ფუნქციონალური გაეხადა. ამან განაპირობა კიდეც მისი მოხვედრა ქართველ მუსიკოსთა იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში, რომლებსაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია წარმატებულები ვუწოდოთ. თავიდან მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ვიდეოკლიპებს იღებდა. შემდეგ ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა, რამდენიმე ტრეკი ჩაწერა და ბერლინში გაემგზავრა. ოფიციალური დისკოგრაფია 2002 წელს გახსნა ალბომით TBA. ერთი წლის მერე მეორე დისკიც გამოვიდა სახელად Annulé, შემდეგ იყო Size and Tears, The Other, Georgia Is Like Spiritual Tokyo… 2011-ის მარტში კი ახალი ნამუშევრის ForgetFulness-ის რელიზი შედგა, რომელშიც ტუსიას სოლო კომპოზიციების გარდა, იაპონელ კომპოზიტორ და პიანისტ რუიჩი საკამოტოსთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Blue Shadow-ც შევიდა. დროსთან ერთად, ბუნებრივია, მოთხოვნებიც იცვლება.
No comments:
Post a Comment